სერვისები

მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გადახედვა

გთავაზობთ მშენებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების პროექტის იურიდიულ შეფასებას. ამით უზრუნველვყოფთ თქვენი, როგორც მყიდველის ინტერესების დაცვასა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, რაც სამართლებრივად უსაფრთხო გარიგების საფუძველია. 

დეველოპერული პროექტების იურიდიული სტატუსის შეფასება

ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს დეველოპერული პროექტების იურიდიული სტატუსის დეტალურ შესწავლას, დეველოპერის საკუთრების უფლებების, მშენებლობის ნებართვებისა და რეგულაციურ ჩარჩოებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით. აღნიშნული უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებასა და პრევენციას

დეველოპერული პროექტების იურიდიული სტატუსის შეფასება
მოლაპარაკებების წარმართვა უძრავი ქონების ნასყიდობი

მოლაპარაკებების წარმართვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობებზე შეთანხმებისათვის

ჩვენ წარმოვადგენთ თქვენს ინტერესებს დეველოპერებთან მოლაპარაკებების პროცესში, რათა უძრავი ქონების შეძენის პირობები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს. ჩვენი იურიდიული გუნდი ზრუნავს ხელსაყრელი პირობების შეთანხმებაზე და იცავს თქვენს უფლებებს გარიგების დადებისას.

იურიდიული მხარდაჭერა მოლაპარაკებებიდან უძრავი ქონების გადაცემამდე

დეველოპერთან მოლაპარაკებების საწყისი ეტაპიდან, უძრავი ქონების საბოლოო გადაცემამდე ჩვენ გთავაზობთ უწყვეტ და საიმედო იურიდიულ მხარდაჭერას. ჩვენ ვაკონტროლებთ მშენებლობის პროცესს, უზრუნველვყოფთ, რომ ობიექტი ჩაბარდეს შეთანხმებული პირობების შესაბამისად და უზრუნველვყოფთ თქვენი სრული საკუთრების უფლებების დაცვას.

იურიდიული მხარდაჭერა მოლაპარაკებებიდან უძრავი ქონების გადაცემამდე
იურიდიული მხარდაჭერა უძრავი ქონების გაქირავებისას

იურიდიული მხარდაჭერა უძრავი ქონების გაქირავებისას

გთავაზობთ იურიდიულ მხარდაჭერას უძრავი ქონების გაქირავებისას. ჩვენი მომსახურება მოიცავს ქირავნობის ხელშეკრულების შედგენასა და შეთანხმებას მეორე მხარესთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენი ინტერესების დაცვა და ხელშეკრულების იურიდიულ სტანდარტებთან შესაბამისობა. აღნიშნული სერვისი მინიმუმამდე ამცირებს მომავალში მხარეთა შორის დავის წარმოშობის რისკს. 

სახლის/ საცხოვრებლის შეძენა ან/და უბრალოდ უძრავ ქონებაში ინვესტირება არის გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი ჩვენგანი  ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ან რამდენჯერმე ვიღებთ, რადგან ასეთი გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ჩვენგან მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსსა და მზაობას მოითხოვს. 

შესაბამისად, უძრავი ქონების იურისტის დაქირავებით უზრუნველყოფილი იქნება თქვენი ინტერესების დაცვა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, კერძოდ, იურისტი:

1

უზრუნველყოფს, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება იყოს თქვენი ინტერესების შესაბამისი:

გამყიდველები, ან სამშენებლო კომპანიები ქონებრივ ხელშეკრულებებს/ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს ხშირად ადგენენ მხოლოდ თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით, რაც ბუნებრივიცაა, რადგან მათ ამისათვის დაქირავებული ჰყავთ ძვირადღირებული უძრავი ქონების იურისტები, იმისათვის, რომ მოხდეს ამის დაბალანსება და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება, საჭიროა, მყიდველი მხარეც ამ ურთიერთობაში წარმოდგენილი იყოს მისი საკუთარი იურისტით, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველის ინფორმირებულობასა და მისი ინტერესების დაცვას, რათა მყიდველი არ იყოს იძულებული ენდოს მხოლოდ გამყიდველის ან მისი გაყიდვების აგენტის განმარტებებს ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით.

2

ინფორმირებული იქნებით უძრავი ქონების შეძენისას ხელშეკრულებაში განცხადებული, თუ ფარული რისკების თაობაზე:

შეარჩიეთ სასურველი ბინა? ამაში, სავარაუდოდ, თავად უძრავი ქონების დეველოპერის გაყიდვების აგენტი გულისხმიერად დაგეხმარათ. თუმცა, ამავე ბინის შეძენისათვის დეველოპერის მიერ შემოთავაზებული ნასყიდობის ხელშეკრულების გადახედვაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ამისათვის თქვენ თქვენი იურისტი დაგჭირდებათ, რომელიც დეტალურად წაიკითხავს ხელშეკრულებას, სრულყოფილად გაგაცნობთ ხელშეკრულების ყველა პირობას და, მათ შორის, აგიხსნით თუ რისთვისაა ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმება მნიშვნელოვანი, ან და რა არგუმენტაცია უდევს საფუძვლად კონკრეტული პირობის შემოთავაზებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ კვალიფიციური იურისტის დახმარებით შეძლებთ, აღმოაჩინოთ ის ფარული იურიდიული რისკები, რომლებიც ასეთ ხელშეკრულებებში ხშირადაა შეფარვით ასახული, ასევე, შეძლებთ დააიდენტიფიციროთ ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია და მოითხოვს მხარეთა შორის შეთანხმებას, თუმცა ხელშეკრულებაში ზედაპირულად, ან საერთოდ არაა ასახული.

თქვენი იურისტი მოახდენს გაურკვეველი და ბუნდოვანი პირობების ინტერპრეტირებას, შეცდომაში შემყვანი ტერმინების აღმოჩენას, იმ საკითხების იდენტიფიცირებას, რომლებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის შეტანილი ხელშეკრულებაში. სამართლიანი მოლაპარაკების წარმართვის შედეგად, იურისტი უზრუნველყოფს ხელშეკრულების საბოლოო ვერსიის შექმნას, ასევე, მონიტორინგს გაუწევს უძრავ ქონებაზე წინასწარი, ან საბოლოო საკუთრების უფლება რეგისტრაციის პროცესს.

3

მოგარიდებთ შეცდომებს, რომლებიც მომავალში ძვირი დაგიჯდებათ:

უძრავი ქონების გაყიდვისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებში გაუგებარი დეტალების გამოტოვებამ, ან უგულებელყოფამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ძვირადღირებული შეცდომები. იურისტი უზრუნველყოფს, რომ თქვენ სრულად გესმოდეთ შეთანხმების არსი და ნებისმიერი გრძელვადიანი ვალდებულება, რომლებსაც თქვენს თავზე იღებთ.

4

ადვოკატი უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს:

ის განიხილავს კონტრაქტს, თქვენ კი შეგიძლიათ, გაჰყვეთ პროცესს მშვიდად, რადგან გეცოდინებათ, რომ ყველა იურიდიული ასპექტი საფუძვლიანად შემოწმებულია და თქვენი ინვესტიცია სრულად დაცული.
ქონების ადვოკატის/ იურისტის დაქირავებაში ჩადებული ინვესტიცია დაგიცავთ, დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს, ამავდროულად, აგარიდებთ სტრესს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩვენი გუნდი

tinas-foto

თინათინ გუგუნავა

მმართველი პარტნიორი
ბიოგრაფიის ნახვა

თინათინ გუგუნავა კომპანიის მმართველი პარტნიორია. Property Advisor-ის დაფუძნებამდე, ქალბატონი თინათინი მუშაობდა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიებში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად და სრულ იურიდიულ მხარდაჭერას უწევდა მათ საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს. მას აქვს უძრავი ქონების ყველა ტიპის გარიგებაზე, სამშენებლო დაგეგმარებაზე, მიწის ნაკვეთების შეძენაზე, განვითარებასა და სტატუსის ცვლილებაზე მუშაობის დიდი გამოცდილება. ასევე, ამზადებდა ქონების შესახებ იურიდიულ დასკვნებს და აწარმოებდა მოლაპარაკებებს მესაკუთრეების, ინვესტორების, გამქირავებლების, დამქირავებლების და სხვა მხარეების სახელით.

იგი რეგულარულად უწევს კლიენტებს კონსულტაციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებზე და აქვს სახელმწიფო ორგანოებთან წარმატებული წარმომადგენლობისა და მოლაპარაკებების გამოცდილება.

იგი იყო ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ სამშენებლო სამართლის სპეციალობით ლიცენზია მიანიჭა, რაც ხაზს უსვამს მის ღრმა საექსპერტო ცოდნას სამშენებლო სექტორში.

2017 წელს თინათინმა ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯში (ჩიკაგო, ილინოისი) მოიპოვა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მაგისტრის (LL.M.) ხარისხი. სასწავლო კურსი მოიცავდა იურიდიულ წერას, კომპანიების შერწყმასა და შეძენას (M&A), საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, კერძო საავიაციო სამართალს და სტაჟირებას უნივერსიტეტის მოლაპარაკებებისა და მედიაციის კლინიკაში. მას ასევე წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

anas-foto

ანა რიჟამაძე

იურისტი
ბიოგრაფიის ნახვა

ანა რიჟამაძე Property Advisor-ის იურისტია, რომლის პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია სამშენებლო და უძრავი ქონების სამართალზე. მისი გამოცდილება მოიცავს კორპორატიული კლიენტების კონსულტირებასა და უძრავი ქონების სექტორში მნიშვნელოვან იურიდიულ დოკუმენტაციაზე მუშაობას. ამ სფეროში მის ღრმა ექსპერტულ ცოდნას ხაზს უსვამს სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც თანამედროვე სამშენებლო სამართლის პრობლემურ საკითხებს იკვლევდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი საქმიანობის სფერო უძრავი ქონებაა, ანას გამოცდილება ასევე მოიცავს კორპორატიულ, შრომისა და საიმიგრაციო სამართალს.

ანამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. მან იურიდიული ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავა ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ბიზნეს სამართლის საკვანძო ასპექტებს გაეცნო.

მისი პროფესიული კვალიფიკაცია მოიცავს 2024 წელს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ის ასევე ფლობს ინტელექტუალური საკუთრებისა და ადამიანის უფლებათა სამართლის კურსების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. ანას მიერ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა დასტურდება IELTS-ის საერთაშორისო სერტიფიკატით.

დაინტერესებული ხარ ჩვენი სერვისით?

შეავსე მოკლე საკონტაქტო ფორმა და ჩვენი ოპერატორი მალე დაგიკავშირდება.